თავში

"სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა" - რიჟვაძე

"სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა" - რიჟვაძე
სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა - რიჟვაძე

სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით, –ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"როგორც დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში. ერთადერთი, სამწუხაროა ის, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით. ასევე, თქვენ იცით, რომ ვაქცინაციის პროცესს აქტიურად ვახორციელებთ, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც მე ვიცი, მეორედ აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system