თავში

სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისე არის დაშინებული, რომ კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებთ - ირაკლი მიქელაძე

სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისე არის დაშინებული, რომ კომუნ
სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისე არის დაშინებული, რომ კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებთ - ირაკლი მიქელაძე

„ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი და ჩვენი პარტიისადმი, და ფაქტობრივად მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა. დღეს პარტიის ბათუმის რეგიონულ ნაწილს ოფისი დაატოვებინეს. 

მიზეზად კი ფართის მეპატრონემ განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი იმ მოვლენებით, რაც პარტიის გარშემო ვითარდება. მათ შორის სახელდება "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესაძლო კავშირიც.

"რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ძალიან ბევრი ოფისის გახსნას და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა მოგვაქირაონ ჩვენ ოფისი - ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო , რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. მე მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ამ ადამიანთან მიმართებაშიც და ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი, თანავუგრძნობთ, და რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ მის ამ რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვერ გახდება ჩვენთვის დამაბრკოლებელი - ეს რა თქმა უნდა ვერ გახდება მიზეზი, რომ შევაჩეროთ მუშაობა და თუ ყველა ადამიანსაც კი შეაშინებენ ამ ქალაქში და ამ რეგიონში რომ ვერ მოგვაქირაონ ოფისი - ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლებშიც კი გავშლით ოფისს და გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების პრობლემების, პირველ რიგში ზუსტად გასაგებად და შემდეგ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ.“ - ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ აჭარის ხელმძღვანელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system