თავში

სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება - ირაკლი ღარიბაშვილი

სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება - ირაკლი ღარიბაშვილი
სამუშაო ჯგუფი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება - ირაკლი ღარიბაშვილი

დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს რეფორმა სასარგებლო იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system