თავში

სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით - ზურაბ ჯაფარიძე

სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით - ზურაბ ჯაფარიძე
სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით - ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დარჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ

ნახირს ბოსელში კეტავენ საღამოს და... წველიან", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. შესაბამისი განცხადება, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system