თავში

ვაშაძე: პირველად ისტორიაში, ამერიკამ სანქციები დაგვიწესა

ვაშაძე: პირველად ისტორიაში, ამერიკამ სანქციები დაგვიწესა
ვაშაძე: პირველად ისტორიაში, ამერიკამ სანქციები დაგვიწესა

პარტია ,,ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას დახმარება 15%-ით შეუმცირდება.

„დღეს გამთენიისას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე, 15%-ით შეგვიმცირდება აშშ-დან დახმარება. ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს. დაედო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. "ქართული ოცნების" მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე. სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: ეს არის დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. სასამართლო არჩევნები და ა. შ. მეორე არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ეს არის ინვესტიციებისა და ბიზნესის ხელის შეშლა ქვეყანაში. ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system