თავში

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი შესაძლოა ხვალ გაათავისუფლონ

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი შესაძლოა
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი შესაძლოა ხვალ გაათავისუფლონ

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი შესაძლოა ხვალ გაათავისუფლონ, - ამის შესახებ ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ანთაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა თანამოქალაქე, შემჭიდროვებულ ვადებში დაუბრუნდეს თავიანთ ოჯახებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ დიდი მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ამ პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ. გრძელდება მუშაობა, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრა დღეს გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system