
კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ახალგაზრდა კაცი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Report.ge -ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.