თავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ტატო ზარქუა თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ტატო ზარქუა თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ტატო ზარქუა თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ინფორმაცია report.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ზარქუა უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ზარქუა ენგურის ხიდიდან გადმოიყვანეს და მას, სავარაუდოდ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

ტატო ზარქუა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული, 3 ივლისს სამეგრელოს სოფელ რიყეში, მდინარესთან საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ოჯახს გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ტატო ზარქუა დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system