თავში

ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას
ქართველი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ report.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ჰოფბურგის სასახლეში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს.

ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების 300-მდე პარლამენტარი ეუთოს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე - უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მიგრაციის, ეკონომიკის და გენდერულ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, საქართველოს პარლამენტიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრებიან.

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system