თავში

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა.

როგორც report.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქმიანობა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში უნდა განახორციელოს. ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ სამომავლოდ საპარლამენტო ასამბლეაში უნდა განახორციელოს. შევეხეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ასამბლეაში. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხსაც, რომელიც არის განსაკუთრებულად სენსიტიური და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს შეხვედრებს ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან მართავენ.

ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩანიშნულია 27 იანვარს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system