თავში

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა.

2020 წლის 6 თებერვალს, 14 :00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეარჩევს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს. თადუმაძე 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. მის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system