თავში

საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა - PHOTO

საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა
საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა - PHOTO

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა. 

მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერმა ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. მათ მადლობა გადაუხადეს და მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდეს. 

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და აშშ-ის დროშები ჰქონდათ. მსვლელობის დაწყებამდე, რუსთაველის გამზირზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშაც გაშალეს.

მსვლელობის დაწყებამდე მათ კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გამართეს, რითიც არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს.

ისინი მდუმარე აქციით ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დახვდნენ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ხვდებოდა.

აქტივისტების თქმით, ამ ფორმით შეეცადნენ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანისთვის მიეწვდინათ ხმა იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system