თავში

პარლამენტის ოთხივე შესასვლელს ბოქლომი დაადეს - განახლებულია - PHOTO

პარლამენტის ოთხივე შესასვლელს ბოქლომი დაადეს - განახლებულია - PHOTO
პარლამენტის ოთხივე შესასვლელს ბოქლომი დაადეს - განახლებულია - PHOTO

პარლამენტის შენობის ჭიშკარს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჯაჭვი შეაბეს. ამ ფორმით ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ცდილობენ. ჯაჭვი დაცვის თანამშრომლებმა რკინის საჭრელით ჩაჭრეს, თუმცა პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ პარლამენტის კარს ყველა ჯერზე ახალ ბოქლომს შეაბამენ.

„ჩვენ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს იქ მომუშავე ადამიანებს. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვადამდელი პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება. მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მოახდინონ სამთავრობო შენობის პიკეტირება. ეს აქტი არის მშვიდობიანი და არ სცდება კანონის ფარგლებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ დროისათვის შენობის ოხივე შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები დგანან. მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რამდენიმე კარავიც გაშალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system