თავში

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები განათავსეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები განათავსეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები განათავსეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის სულ ცხრა კარავია განთავსებული, თუმცა როგორც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ კიდევ რამდენიმე დაემატება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მუდმივი კერა გაჩნდება. 

"აქ გაიშლება კარვები, რომლებიც ჩამოვიდნენ ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან, სხვადასხვა პარტიების კარვები, სადაც მუდმივად იქნება, როგორც გითხარით პროტესტის ცენტრი. აქ იქნება მუდმივი პროტესტის კერა სამოქალაქო აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, კარვებით და თავისუფალი ადამიანების მთავარი იდეის, ჩვენი სამშობლოს იდეით," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული კარვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და სამოქალაქო აქტივისტებს ეკუთვნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system