თავში

სარჯველაძე საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მონახულებას არ გამორიცხავს

სარჯველაძე საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მონახულებას არ გამორიცხავს
სარჯველაძე საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მონახულებას არ გამორიცხავს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, დღეს საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საჭიროება არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამის პრობლემას ვერ ხედავს.

"ამ წუთას არ დამდგარა დღის წესრიგში ამის საჭიროება, რომ ფიზიკურად გასაუბრება მოხდეს და თუ ასეთი საჭიროება იქნება, კონკრეტულ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რელევანტური საშუალება, რომ ვიცოდეთ, ვაკონტროლებდეთ ზუსტად უფლებების სტანდარტები დაკმაყოფილებულია თუ არა.

იმის ფონზე, რომ ომბუდსმენიც ჩართულია, პენიტენციურთან გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, არ ქმნის საჭიროებას ადგილზე მონახულების და დალაპარაკების", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-20 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system