თავში

სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა - ირაკლი ქადაგიშვილი

სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა - ირაკლი ქადაგიშვილი

მისასალმებელია, როდესაც აღსრულების პროცესი შესრულდა და ჩატარდა კანონის სრული დაცვით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის ჩატარების წინააღმდეგობა არავის ექნება. 

"სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა. მისასალმებელია, როდესაც აღსრულების პროცესი შესრულდა და ჩატარდა კანონის სრული დაცვით და მინიმალური რისკები იქნა დაშვებული იმისთვის, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მათ შორის, საპროტესტო აქციების თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციით. აქციის ჩატარებაზე წინააღმდეგობა არავის ექნება, რა თქმა უნდა თუ ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და იმ კანონის დაცვით, რომლითაც რეგულირდება ეს ყოველივე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, ნიკა მელია სპეცრაზმმა დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system