თავში

სასჯელაღსრულების 780 თანაშრომელი ციხეში იცხოვრებს

სასჯელაღსრულების 780 თანაშრომელი ციხეში იცხოვრებს
სასჯელაღსრულების 780 თანაშრომელი ციხეში იცხოვრებს

პენიტენციური სამსახურის 780 თანამშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით გადაწყვეტილება საპატიმროებში გარედან ვირუსის შეტანის თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული.

„საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არ წავლენ შინ. 780 თანამშრომელ იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system