თავში

"სასწრაფოდ გამოიძიონ მისი გარდაცვალების მიზეზები!" - ელენე ხოშტარია

"სასწრაფოდ გამოიძიონ მისი გარდაცვალების მიზეზები!" - ელენე ხოშტარია
სასწრაფოდ გამოიძიონ მისი გარდაცვალების მიზეზები! - ელენე ხოშტარია

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმაურება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს. 

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ დეპუტატის გარდაცვალების მიზეზები.

ელენე ხოშტარიას თქმით, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე პარტია"დროა" "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს.

"ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!

გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!

სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!

დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით "ქართული ოცნების" ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3).

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. 

ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!

#მოქმედებისდროა", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გარდაცვალებამდე მათი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ.

ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system