თავში

ხატია დეკანოიძე: დავიცავთ თითოეულ ხმას

ხატია დეკანოიძე: დავიცავთ თითოეულ ხმას
ხატია დეკანოიძე: დავიცავთ თითოეულ ხმას

ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს. 

დეკანოიძე ამბობს რომ, საარჩევნო კომისიებსა და „ქართული ოცნების“ შტაბს შორის თანამშრომლობა იკვეთება.

„ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს და მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიცავდით თითოეულ ხმას, რომლის გაყალბებასაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ეცდება ოლიგარქი ივანიშვილი. ამ ხმების დაცვა არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო დღეს, ამ ხმების დაცვა მიმდინარეობს ჩვენი შტაბის მიერ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ ვამოწმებთ პრაქტიკულად ყველა უბანს, სადაც აღმოვაჩინეთ სერიოზულ დარღვევებს“, - ამბობს დეკანოიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები არ არის დაკომფლექტებული გამჭვირვალედ და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. 

„გადასატანი ყუთი არის მიზანში ამოღებული ,,ქართული ოცნების" შტაბის მიერ. როდესაც მაგალითად გადასატანი ყუთის სიაში უნდა არსებობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან და ვერ მიდიან ხმის მისაცემად. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ისანში, „ქართული ოცნების“ შტაბის მიერ დავალებული აქვთ „ქართული ოცნების“ (ე.წ უბნის უფროსებს) კორდინატორებს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე, არამედ ოჯახებით არიან ამ სიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს აგებენ და ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის ადამიანი დააშინება, თუნდაც პანდემიის გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა უბნის შემოწმებას, მათ შორის გადასატანი ყუთებს, რომელშიც, როგორც აღმოვჩინეთ არიან ადამიანები, ვისაც რეალურად არ ეკუთვნის ამ სიაში ყოფნა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system