თავში

საზღვრის უკანონო კვეთისთვის ყველა მოქალაქე გასამართლდება - კახა კუჭავა

საზღვრის უკანონო კვეთისთვის ყველა მოქალაქე გასამართლდება - კახა კუჭავა
საზღვრის უკანონო კვეთისთვის ყველა მოქალაქე გასამართლდება - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და აღნიშნული დანაშაულისთვის პასუხი ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აგოს. 

მისივე თქმით, აბსურდია აპელირება იმაზე, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს.

„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს, საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია, თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე - საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. აბსურდია ნამდვილად ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system