თავში

საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას, არამედ პრობლემის მოგვარებას- პაატა მანჯგალაძე

საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას, არამედ პრობლემის
საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას, არამედ პრობლემის მოგვარებას- პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წერვი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ მადლობისა და შექების საფუძველი არ არსებობს. 

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მიმართ ჩატარებული გადაადგილების პროცედურები დიდი მიღწევა არ არის სისტემისთვის 

"მემგონი, იმის საფუძველი არ გვაქვს, მადლობები და ტაში ვუკრათ ერთმანეთს!

ბევრს არ ვისაუბრებ იუსტიციის მინისტრზე. პირველი, რაც მომხვდა ყურში, დაგვამადლა ის, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ არ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და ისე, რომ თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს, შეიყვანეს პენიტენცირ დაწესებულებაში, აი ეს ჩაითვალა ძალიან დიდ მიღწევად ამ სისტემის!

მეგობრებო, საზოგადოება ითხოვს არა გაუთავებელ კინკლაობას და მუდმივ წამოძახებებს, არამედ პრობლემების მოგვარებას და ქვეყნის განვითარებას. კარგი მთავრობა ნიშნავს ყოველდღე ეჯიბრებოდეს თავისთავს და არ მუდმივად იყურებოდეს უკან",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system