თავში

საზოგადოებაც არ იცნობს ამ პიროვნებას, პარლამენტში მარტომ რა უნდა გააკეთოს - ვაშაძე

საზოგადოებაც არ იცნობს ამ პიროვნებას, პარლამენტში მარტომ რა უნდა გააკეთოს - ვაშაძე
საზოგადოებაც არ იცნობს ამ პიროვნებას, პარლამენტში მარტომ რა უნდა გააკეთოს - ვაშაძე

ძალიან ცუდია, რომ შეთანხმების გარეშე ვინმე პარლამენტში შედის, მაგრამ ეს ერთეული ადამიანების გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციურ პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Report.ge-ს "პატრიოტთა ალიანსის" წევრის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ავთანდილ ენუქიძეს საზოგადოება არც კი იცნობს და ასეთი ადამიანების პარლამენტში შესვლით ან არ შესვლით საერთო გარემო ვერ შეიცვლება.

"ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მარტო პარლამენტში რომ შევიდეს რა უნდა გააკეთოს, რა ბრძოლას გამართავს, არ ვიცი. მე ამ პიროვნებას არ ვიცნობ და სიმართლე გითხრათ პირველად მესის მის შესახებ. თუმცა ძალიან ცუდია, რომ შეთანხმების გარეშე ვინმე პარლამენტში შედის, მაგრამ ეს ერთეული ადამიანების გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციურ პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს. პარლამენტში მისმა შესვლამაც არ მგონია რამე შეცვალოს. მგონი, საზოგადოებაც არ იცნობს ამ პიროვნებას და ასეთი ადამიანების შესვლით ან არშესვლით ვერ შეიცვლება საერთო გარემო", - განუცხადა გიორგი ვაშაძემ Report.ge-ს. 

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. ამის შესახებ მანდ დღეს განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system