თავში

სერგეი ლავროვი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე - გპირდებით, ომს არ დავიწყებთ

სერგეი ლავროვი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე - გპირდებით
სერგეი ლავროვი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე - გპირდებით, ომს არ დავიწყებთ

გპირდებით, ჩვენ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად თვლის, სერიოზულად შეირყევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Kommersant-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, დახურა თუ არა რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს რუსეთის მიზანი არ ყოფილა.

„ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხელ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის,“ - განაცხადა ლავროვმა.

"კომერსანტის" კორესპონდენტმა ლავროვს ჰკითხა, რა მოხდება, თუკი საქართველო ნატოში აფზახეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე გაწევრიანდება, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს.

„ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმაც კი ისაუბრა. გპირდებით, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევს, სერიოზულად შეირყევა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system