თავში

სერგი კაპანაძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს აზრი არ აქვს

სერგი კაპანაძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს აზრი არ აქვს
სერგი კაპანაძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს აზრი არ აქვს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს აზრი არ აქვს- ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით ოპოზიციას თავისი შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს, რომლის არსიც არის პროპორციულის ან მსგავსი სისტემის მიღება.

„რიცხვებზე საუბარს ცალკე აზრი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი მოდელის განხილვა შესაძლებელია, რომლის ფუნდამენტური არსი იქნება პოლიტიკური ძალების იმ პროპორციით წარმოდგენა პარლამენტში, რა მხარდაჭერასაც მიიღებს. 100/50 ამ არსს ფუნდამენტურად სცდება, ამიტომ ჩვენგან განხილვის საგანი არ იქნება. აქ კიდევ უფრო სხვა და გაცილებით დიდი პრობლემაა. არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. ამიტომ არის ეს დიალოგი გაჩერებული. თუ მათ უნდათ, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და მერე ისაუბრონ პროპორციული ან მსგავსი საარჩევნო სისტემის ირგვლივ. რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილის მოსვლას, როგორც ვიცით, მან გამოთქვა მზადყოფნა. ჩვენც მივესალმეთ და ვთქვით, რომ კარგი იქნება თუ შემოგვიერთდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system