თავში

სერგი კაპანაძე: მივიღეთ დასკვნა, რომ ჩვენი მოდელი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან

სერგი კაპანაძე: მივიღეთ დასკვნა, რომ ჩვენი მოდელი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან
სერგი კაპანაძე: მივიღეთ დასკვნა, რომ ჩვენი მოდელი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან

მივიღეთ ეუთო-ოდირის დასკვნა და  როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძემ ოდირის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ

"ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, შეთანხმებული უნდა იყოს მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე. არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური. უფრო მეტიც, ეუთო/ოდირი პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი, რომელიც გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, შეიძლება განხილული იყოს როგორც მაჟორიტარული კომპონენტი საარჩევნო სისტემების. ოდირი „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად აცლის მთავარ არგუმენტს. ზოგადად კლასიფიკაცია საარჩევნო მოდელების, შერეული, მაჟორიტარული, პროპორციული თუ სხვა, ეს არსად არ არის კლასიფიცირებული საერთაშორისო სისტემაში. საუბარი იმაზე, რომ რაღაც მოდელია კონსტიტუციაში და შეთავაზება ამას ეწინააღმდეგება, არის არასწორი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ეუთო-ს დასკვნა არის იმის დადასტურება, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდელს შესაძლებელია, პარლამენტში ეყაროს კენჭი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system