თავში

სერგი კაპანაძე: შატნაჟის ენით საუბარი არ ეხმარება საერთო მიზანს

სერგი კაპანაძე: შატნაჟის ენით საუბარი არ ეხმარება საერთო მიზანს
სერგი კაპანაძე: შატნაჟის ენით საუბარი არ ეხმარება საერთო მიზანს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ენმ-ის ამომრჩევლისთვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

სერგი კაპანაძის თქმით, ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი, დაყვედრება და დამადლება, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი. კაპანაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე და არა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებსა და წამოძახებებზე.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა ასეთ გამოხტომაზე თუ კომენტარზე რეაგირება, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები, როგორ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ისე, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია გაიმარჯვონ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა, ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა. ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შატნაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების კომენტირებისაგან, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, რომ აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რა გეგმაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან, იმაზე გვინდა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც სხვა პოლიტიკოსს რა გააყვედრა, რა წამოაძახა ან რა დააყვედრა.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system