თავში

სერგო ჩიხლაძე: ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე

სერგო ჩიხლაძე: ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე
სერგო ჩიხლაძე: ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე

"მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას", - ასე განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციასა და სახელისუფო პარტიას შორის მიმდინარე დიალოგის მიმდინარეობის კომენტირებისას. 

მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება, რამდენად ადეკვატური იქნება "ქართული ოცნება".

"უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს პერიოდი და მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატური იქნება და მივა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ნელ-ნელა იკეტება. ამიტომ ჩვენ, ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გაცნობებთ საჯაროდ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system