თავში

სესიაშვილი: ლაშა ტალახაძე ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს დროშას

სესიაშვილი: ლაშა ტალახაძე ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს დროშას
სესიაშვილი: ლაშა ტალახაძე ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს დროშას

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა კიდევ ბევრჯერ ააფრიალებს საქართველოს გამარჯვების დროშას, მთელი მსოფლიო მოისმენს საქართველოს ჰიმნს და ჩვენმა ოპონენტებმა უსმინონ საბჭოთა კავშირის ჰიმნს. ეს არის რეალური განსხვავება ამ დამოკიდებულებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი უერთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მხარდაჭერას. ლაშა ტალახაძე ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილია. წარმატების და გამარჯვების სიმბოლო და ის არის მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. აბსოლუტურად მიუღებელია ის უმსგავსო საქციელი და პოლიტიკური ქილიკი, როცა საქმე ეხება მართლაც გამარჯვებულ ჩვენს მოქალაქეს და ჯანსაღი ცხოვრების და ჯანსაღი წესის დამკვირდების პროპაგანდას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, სპორტი პირდაპირ კავშირშია თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან და უსაფრთხოების სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და საზოგადოება უფრო მეტად იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავებული, რაც თავისთავად აისახება იმ პერსონალზე, რომელიც შემდგომ ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system