თავში

სესიაშვილი: შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ

სესიაშვილი: შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ
სესიაშვილი: შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ

"შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, კანონპროექტში არანაირი ცვლილება არ შესულა, იმაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.

"ეს ყველაფერი მხოლოდ ანგარიშშია ნახსენები და არანაირად უკავშირდება კანონპროექტს. ნებისმიერ კონგრესმენს აქვს ინიცირების უფლება, რომ პროექტში ცვლილება შეიტანოს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ „ფრონტერას“ გარკვეული კონგრესმენები ლობირებენ და გასაკვირი არც ამ მიმართულებით არის. სწორედ მათი ინიციატივა იყო ის ცვლილება, რაც წარმოდგენილი იყო. ამერიკასა და საქართველოს შორის ვხედავ ძალიან მაღალი დონის გამოკვეთილ, მტკიცე პარტნიორობას, სადაც აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ცხადია, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცალკეული კონგრესმენების სურვილი, მათ შორის დაფუძნებული ლობიზმზე, მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მხრიდან. მესმის, რომ შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ძლიერი და ისეთი საქართველო სურთ, რომელიც მკაფიო და ძლიერ სვლას აგრძელებს ევროატლანტიკური სივრცისკენ. ის, რომ „ფრონტერას“ კონკრეტული კონგრესმენები ლობირებენ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ის, რომ ქართული მხარე ითხოვს „ფრონტერასგან“ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვებას, რამდენადაც სახელმწიფო არის მართალი, ამაზე კომპანია არ თანხმდება. როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system