თავში

,,შაბათის აქცია ძალაშია" - ბადრი ჯაფარიძე

,,შაბათის აქცია ძალაშია" - ბადრი ჯაფარიძე
,,შაბათის აქცია ძალაშია - ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციის გეგმები უცვლელია. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კი მხარეებმა მხოლოდ მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს. 

,,შაბათის აქცია ძალაშია, ჩვენ, დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. გეგმები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს, ეს იყო დღევანდელი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

რაც შეეხება აქციას, გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ მასშტაბურ პროტესტს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system