თავში

შალვა ნათელაშილი: ზურაბიშვილი აჭარბებს მსოფლიო იუმორის მასშტაბს

შალვა ნათელაშილი: ზურაბიშვილი აჭარბებს მსოფლიო იუმორის მასშტაბს
შალვა ნათელაშილი: ზურაბიშვილი აჭარბებს მსოფლიო იუმორის მასშტაბს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილის განცხადება გიორგი რურუასთან დაკავშირებით ტრაგიკული იუმორია. შალვა ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რუსეთი პრეზიდენტის, პუტინის რეკომენდაციითა დასმული.

"მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს, პუტინის რეკომენდაციით დასმული, პრეზიდენტის უარზე შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, რითაც მან, პრაქტიკულად, ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს, თავის ჭკუით. იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა, რამდენიმე ხნის უკან, შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკო ვაჭრები და პედოფილები აი მისგან განცხადება, რომ დამნაშავეებს არ შეიწყალებს აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეგ გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომლეიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან."- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა, "მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გიორგი რურუა და  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system