თავში

შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, შტატებში შეხვედრები უნდა გამართოს წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობის წევრებთან. 

ნათელაშვილი ამბობს, რომ ვიზიტის ამოცანა დასავლელი პარტნიორების ინფორმირებაა საქართველოს პოლიტიკური კურსისა და მისი მომავლის შესახებ 

"დღეს საქართველოს მიათრევენ ახალ გეოპოლიტიკურ ალიანსში რუსეთის, ირანის და თურქეთის შემადგენლობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაბრუნებენ ათათურქთან, ლენინთან, შაჰ-აბასთან და ამის თაობაზე არავინ აღარ საუბრობს. აღარც ახალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საუბრობს ვინმე, რომლის გარეშეც ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი არის ზედმეტი ფანტასტიკა. აი, ყველა ამ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ექნება განხილვისა და დისკუსიის ფართო ხასიათი ვაშინგტონში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში გამგზავრებამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system