თავში

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავს. 

მისი თქმით, პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას. 

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებიც.

"ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის ინტერესებზეა საუბარი და ქვეყნის ინტერესებზე, ამ შემთხვევაში, პირადი ემოცია მეორე ხარისხოვანია, ამიტომ, მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას ერთი, და მეორე, ჩვენ გავაკეთებთ გამოკითხვას სოციალურ ქსელებში, რას იტყვის ხალხი გამოკითხვის დროს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "რეაქციაში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system