თავში

შალვა ნათელაშვილი: ვიწყებთ სახალხო დაუმორჩილებლობისთვის მომზადებას

შალვა ნათელაშვილი: ვიწყებთ სახალხო დაუმორჩილებლობისთვის მომზადებას
შალვა ნათელაშვილი: ვიწყებთ სახალხო დაუმორჩილებლობისთვის მომზადებას

ვიწყებთ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებას,- ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას გააკეთა. მისი თქმით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საპასუხო რეაქცია.

„არ დაგვრჩა სხვა გზა რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით მომზადდება მასობრივი აქციები. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system