თავში

შალვა ნათელაშვილმა "რიონის ხეობის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა

შალვა ნათელაშვილმა "რიონის ხეობის მცველებს"
შალვა ნათელაშვილმა რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "რიონის ხეობის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ხალხი ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს და ეს ძალიან მალე მოხდება. 

"სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ რიონის გადასარჩენად დაძრულ დიდ, სახალხო, ეროვნულ ლაშქარს, რომელთა ბრძოლისუნარიანობით ყველა აღფრთოვანებული ვართ. რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტიის" იმერეთის აქტივი იქ დგას ხალხთან ერთად. ხალხი ამ ბრძოლას რეჟიმის შეცვლისთანავე მოიგებს და ეს ძალიან მალე მოხდება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system