თავში

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას უწევს.ყურადღება გამახვილდა გლობალურ პანდემიაზე, განათლების სისტემაზე მის გავლენასა და შედეგების დაძლევის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე."განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას პანდემიის გავლენის შესახებ ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე. ამ მხრივ საინტერესო იყო გერმანელი კოლეგისგან მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system