თავში

შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
შარლ მიშელი საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელი საქართველოში, სავარუდოდ, 19 ივლისს ჩამოვა.

"ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system