
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. ის თბილისის აეროპორტში 20:00 საათზე ჩამოფრინდება.
შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა, მოგვიანებით კი ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის.
დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებთანაც.
ვიზიტი 2 მარტს დასრულდება.