თავში

შარლ მიშელი საქართველოში კონსულტაციებს აწარმოებს

შარლ მიშელი საქართველოში კონსულტაციებს აწარმოებს
შარლ მიშელი საქართველოში კონსულტაციებს აწარმოებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს,- ამის შესახებ კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში შარლ მიშელის სტრატეგიული უფროსი მრჩეველი იურეკ კუჩკივიჩი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, - აცხადებს იურეკ კუჩკივიჩი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system