თავში

შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს გზავნის

შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს გზავნის
შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ოფიციალურ მედიატორს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის.

ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი კი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. 

არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, სრულად ჩაერთონ კოსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა შეძლოს“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system