თავში

შარლ მიშელი საქართველოშია

შარლ მიშელი საქართველოშია
შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველიშია. შარლ მიშელის თვითმფრინავი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვა. 

მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი დახვდნენ. 

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

დღის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.

ეს მიშელის მეორე ვიზიტია საქართველოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system