თავში

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდა. 

შეხვედრის შემდეგ მიშელი და ზურაბიშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. 

დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system