თავში

შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება

შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება
შარლ მიშელი შეთანხმებაზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება

ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

შარლ მიშელი მის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს ხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარის," არჩილ თალაკვაძისა და მმართველი პარტიის წევრების გარდა, შეხვედრაზე იმყოფებიან "გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, ასევე დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, დავით ზილფიმიანი.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, "ორბელიანების სასახლეში" შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. დღეს  დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system