თავში

შარლ მიშელი დღეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

შარლ მიშელი დღეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა
შარლ მიშელი დღეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის გამოვლინებაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს.

არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დარეგულირებაზე და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ჩართულობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system