თავში

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა
შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. ვიზიტის ბოლოს, მისი შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა მთავრობის მეთაურსა და ოპოზიციას შორის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system