თავში

შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - პრემიერი

შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - პრემიერი
შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - პრემიერი

ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც შარლ მიშელთან განიხილა.

„ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარადაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ღირებულებებისადმი. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე აღინიშნა,რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულნი ვართ. 

შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლედ დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე“, – განაცახდა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system