თავში

შარლ მიშელთან გვქონდა საუბარი ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებაზე - სამადაშვილი

შარლ მიშელთან გვქონდა საუბარი ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებაზე - სამადაშვილი
შარლ მიშელთან გვქონდა საუბარი ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებაზე - სამადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენები იყო. 

სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმებსაც.

"გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად, ფაქტობრივად უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე მსჯელობას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება პირობითობის პრინციპის დაცვით, შესაძლოა შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. 

ვფიქრობ, რომ თუ არაფერი არ შეიცვლება და ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტზე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს", - თქვა სამადაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე შარლ მიშელმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვისმინეთ ასევე მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ სასურველია დოკუმენტს შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა", - თქვა სამადაშვილმა.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system