თავში

შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია - კობახიძე

შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია - კობახიძე
შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია - კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ კრიტიკულ ტელევიზიებში "შავი ფული ტრიალებს" და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ არხებს პარტიულ ტელევიზიებად იხსენიებს და ამბობს, რომ ამ მედიებზე მილიონობით ლარია დახარჯული.

„2012 წლიდან მოყოლებული ამ ტელევიზიებზე, ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიაზე, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებზე, ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. და დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. 

მე შემიძლია გითხრათ, რა არის ამ ტელევიზიების შემოსავლები და ხარჯები. დისბალანსი ყოველწლიურობით არის მილიონობით ლარი. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია - მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება ამ რამდენიმე, სამ პარტიულ ტელევიზიაში", - აცხადებს კობახიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system