თავში

შეარჩია თუ არა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი - გახარიას განმარტება

შეარჩია თუ არა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი - გახარიას განმარტება
შეარჩია თუ არა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი - გახარიას განმარტება

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

მისივე თქმით, პარტიას ღირსეული კანდიდატი ეყოლება.

"რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი.

კანდიდატებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია "საქართველოსთვის" - ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს, ჩვენს კონკურენტებს - რომლებსაც ათწლეულებია და წლებია უკვე პარტიული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ",  - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system