თავში

შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა - ვენეციის კომისია

შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა - ვენეციის კომისია
შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა - ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა შეფასების თხოვნითაც კომისიას 8 აპრილს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

კომისიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის უფრო მეტი სიცხადის, გამჭვირვალობისა და ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება კანდიდატების სიის შედგენას და ხმის მიცემას, ვენეციის კომისიამ შეაქო შესწორებები კანიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპის ცალსახად ხსენებისთვის, სიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შეყვანისთვის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრების იდენტიფიცირებისთვის.

რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებისთვის.

ასევე, დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებული ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი ინტერვიუები უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალ ინტერვიუები ახალი წესებით დარეგულირდება, „მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან ეს დიდ შეშფოთებას იწვევს კანდიდატთა თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად შეიძლება შერჩევის პროცედურის განახლება.

„მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები, გაუთვალისწინებელი რჩება რიგი რეკომენდაციები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და სამართლიანი მიდგომა ყველა კანდიდატისთვის“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ვენეციის კომისია გამოდის შემდეგი რეკომენდაციებით:

  • განხილული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება;
  • შეჩერდეს დანიშვნის პროცედურები უზენაესი საბჭოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებამდე;
  • კანდიდატებისადმი თანაბარი მიდგომის უზრუნველსაყოფად შესაძლოა საჭირო გახდეს შერჩევის პროცედურის თავიდან დაწყება.

ვენეციის კომისიის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები გაცემულია გასაჩივრების არსებითი უფლების უზრუნველსაყოფად. ვენეციის კომისია გამოთქვას მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მომავალშიც დაეხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system